საბერძნეთმა ევროკავშირისგან პირველი ტრანშის ნაწილი მიიღო. ამის შესახებ ევროპის სტაბილიზაციის მექანიზმის ფონდი იტყობინება. დახმარების მთლიანი პროგრამა 86 მილიარდ ევროს შეადგენს. პირველი ტრანშის საერთო რაოდენობა 26 მილიარდით განისაზღვრა. აქედან 13 მილიარდი ათენს უკვე გადაერიცხა. მიღებული თანხიდან საბერძნეთმა 3,4 მილიარდი ევრო ევროპის ცენტრალურ ბანკს დაუბრუნა. დავალიანების დაფარვის პარალელურად ათენმა მტკივნეული რეფორმების გატარება უნდა დაიწყოს. უახლოეს ხანებში საბერძნეთში საპენსიო ასაკი 67 წლამდე უნდა გაიზარდოს.