მასობრივი არეულობები გერმანიაში. ტიურინგიას ფედერალურ მიწაზე, ქალაქ ერფურტში ლტოლვილებმა ხელჩართული ჩხუბი გამართეს, რის შედეგადაც 13 ადამიანი დაშავდა. მათ უმრავლესობას ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. დაშავებულთა შორის რამდენიმე პოლიციელიცაა, რომლებიც ვითარების განმუხტვას ცდილობდნენ. არეულობა ლტოლვილთა ბანაკში მას შემდეგ დაიწყო, რაც ახალგაზრდა მამაკაცმა მუსლიმი ლტოლვილების თვალწინ ყურანი დახია. მას 50-მდე მუსლიმანი მოსაკლავად დაედევნა, პროვოკატორმა კი თავი დაცვის პუნქტს შეაფარა. აღშფოთებული ლტოლვილები თავს ბლოკ-პოსტს დაესხნენ, რის შემდეგაც პოლიციის დამატებითი ძალების გამოძახება გახდა საჭირო.