სლოვაკეთის ხელისუფლება მზადაა ქვეყანაში ლტოლვილები შეუშვან, თუმცა ბრატისლავა თავშესაფრის მიცემაზე თანხმობას მხოლოდ ქრისტიან ან ათეისტ ლტოლვილებზე აცხადებს. „ჩვენ არ შეგვიძლია მუსლიმანი ლტოლვილების მიღება, რადგანაც ისინი აქ თავს ისე ვერ იგრძნობენ, როგორც სახლში,“-აცხადებს სლოვაკეთის შს მინისტრი ივან მეტიკი. ევროკავშირის მოთხოვნით, ბრატისლავამ თურქეთის, იტალიისა და საბერძნეთის ბანაკე ბში მყოფი 200 ლტოლვილი უნდა მიიღოს.