დონბასში ვითარების დაძაბვაზე ეუთო პასუხისმგებლობა კონფლიქტის მონაწილე მხარეებს თანაბრად აკისრებს. „მინსკის შეთანხმების პირობებს ორივე მხარე არღვევს. გასულ კვირას ჩვენ ვიმყოფებოდით ე.წ. გაყვანილი ტექნიკის მოსანახულებლად. უკრაინული მხარის ბაზებიდან, სადაც გაყვანილი ტექნიკა უნდა ყოფილიყო, ორი ცარიელი დაგვხვდა. ასევე მოვინახულეთ დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის გაყვანილი ტექნიკის ბაზები. 18 მათგანიდან 5 ცარიელი აღმოჩნდა,“-ნათქვამია სადამკვირვებლო მისიის განცხადებაში.