30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების განაცხადების რეგისტრაციაში გატარების ვადა ერთი დღით გახანგრძლივდა.
შესაბამისი გადაწყვეტილება ცესკომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო. როგორც სხომაზე ითქვა, აღნიშნული იმითაა გამოწვეული, რომ არჩევნებში მონაწილეობის სურვილის მქონე პარტიებს შესაბამის დოკუმენტაციებში აღმოჩენილი უზუსტობების გამოსწორების საშუალება მიეცეთ.
აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად, არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების განაცხადების რეგისტრაციაში გატარების ვადა ხვალ, 3 მაისს, 18:00 საათზე ამოიწურება.
შეგახსენებთ, რომ 30 მაისის არჩევნებში მონაწილეობას 17 პოლიტიკური სუბიექტი მიიღებს.