მერობის, საკრებულოს თავმჯდომარეობისა და დეპუტატობის კანდიდატები წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობენ.
ვაკეში "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატი ზაზა დოლიძე დღეს ამომრჩევლებს ვაჟა-ფშაველას მეორე კვარტალში შეხვდა. მან
მოსახლეობას საკუთარი წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და პრიორიტეტები დაასახელა.
დოლიძე უმთავრესად ახალგაზრების დასაქმებასა და ნარკოტიკებთან ბრძოლას მიიჩნევს.
საკუთარი რაიონის ამომრჩევლებთან მორიგი შეხვედრა გამართა "ნაძალადევის რაიონში" მმართველი გუნდის დეპუტატობის კანდიდატმაც. გიორგი ნემსაძემ მოსახლეობისგან ის პრობლემები მოისმინა, რომელიც ადგილობრივებს ყველაზე მეტად აწუხებთ.
მოსახლეობამ, ძირითადად, სოციალური ხასიათისა და გზების მოწესრიგების პრობლემები დაასახელა.