ამერიკის მედიკამენტების გაყიდვის კონტროლის სამმართველომ პრეპარატ ფლიბანსერინის წარმოებისა და ექსპლუატაციის უფლება გასცა. მედიკამენტი, რომელიც „ქალების ვიაგრის“ სახელწოდებით არის ცნობილი, ქალების აფროდიზიაკის თვისებებს შეიცავს და დაქვეითებულ ლიბიდოს აძლიერებს. პრეპარატის მიღება სპეციალური რეცეპტით დღში ერთხელ იქნება დასაშვები. კაცების ვიაგრისგან განსხვავებით, ქალების ვიაგრა ტვინზე მოქმედებს და არა სისხლის მიმოქცევაზე.