ევროკავშირის საზღვრებთან მიგრანტების რაოდენობა კატასტროფულად გაიზარდა. ივლისის მონაცემებით, არალეგალთა რაოდენობა 107 500 შეადგენდა. მხოლოდ გერმანიაში პოლიტიკური თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობამ წლის ბოლომდე შესაძლოა 750 ათასს მიაღწიოს. განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა შექმნილი პორტ კალეში. ბრიტანეთის ტერიტორიაზე გადასვლის მცდელობისთვის პოლიციამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ასობით ადამიანი დააკავა.