გაერო-ს გენერალური მდივანი პან გი მუნი შეშფოთებას გამოხატავს აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის ესკალაციის გამო. იგი მხარეებს მოუწოდებს, ვითარების დეესკალაციისკენ დაუყოვნებლივ გადადგან ნაბიჯები.
შეგახსენებთ, გუშინ უკრაინელ სამხრედროებსა და პრორუს მებრძოლებს შორის დონბასში დაპირისპირებას ათზე მეტი ადამიანი შეეწირა. მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებმა ბოლო რამდენიმე დღეა ინტენსიური სახე მიიღო.