მასშტაბური სამხედრო ოპერაცია პაკისტანში. სახელიწუფლო ძალებმა თალიბთა პოზიციებზე საჰაერო იერიშები მიიტანეს. ავიადარტყმებს 50-მდე თალიბი ემსხვერპლა. აფეთქებულია ისლამისტთა იარაღის საწყობიც. ინტენსიურ სამხედრო ოპერაციებს პაკისტანის ხელისუფლება თალიბთა წინააღმდეგ გასული წლის ივნისიდან ატარებს. ამ დროის განმავლობაში ანტიტერორისტულ ოპერაციებს 3 ათასამდე თალიბი ემსხვერპლა.