პუტინი იმედოვნებს, რომ უკრაინა საკუთარ მომავალს რუსეთთან ერთად ააშენებს. ამის შესახებ კრემლის ლიდერმა ყირიმის საზოგადოებრივი ორგანიზაციების აქტივისტებთან შეხვედრისას განაცხადა. „დარწმუნებული ვარ, სირთულეების მიუხედავად, უკრაინაში ვითარება გამოსწორდება და ქვეყანა სწორი გზით განვითარდება. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ კიევი საგარეო ურთიერთობების სამარცხვინო პრაქტიკას თავს დაანებებს და ქვეყნის მომავალს რუსეთთან ერთად აშენებს, რადგანაც ჩვენ ერთი ერი ვართ,“-აღნიშნა პუტინმა.