ვაშინგტონი აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარების გამწვავებაზე პასუხისმგებლობას რუსეთსა და სეპარატისტებს აკისრებს. საგანგებო განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ გააკეთა. მისივე თქმით, უკრაინელი სამხედროები ცეცხლს მხოლოდ თავდასხმის მიზნით ხსნიან, სეპარატისტები კი მათზე მუდმივ თავდასხმებს ახორციელებენ. ვითარება მარიოპულთან განსაკუთრებით გუშინ დაიძაბა. შეტაკებებს 10 ადამიანი ემსხვერპლა.