ხვალ, 3 მაისს, 13 საათზე საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის სამინისტროში, ეროვნულ კინოცენტრსა და თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერისტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერება ხელი.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს კინემატოგრაფიის ცენტრიდან აცნობეს, დოკუმენტს ხელს მოაწერენ ეროვნული კინოცენტრის დირექტორი თამარ ტატიშვილი და თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი მარგველაშვილი.
მემორანდუმი ითვალისწინებს კინოცენტრს და უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობას.
ორ უწყებას შორის პარტნიორობა გულისხმობს მთელი წლის განმავლობაში ერთობლივ პროექტებზე მუშაობას - უცხოელი სპეციალისტების მასტერკლასების ერთობლივად ჩატარება, სტუდენტური ფილმების ჩვენება რეგიონებში, სახელმძღვანელოების გამოცემა, სტუდენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალ "ამირანი"-ს ორგანიზება და ასე შემდეგ.