ჰოლანდიაში ევროკავშირთან უკრაინის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების საკითხთან დაკავშირებით რეფერენდუმი ჩატარდება. საინიციატივო ჯგუფმა პროცედურის დასაწყებად საჭირო 10 ათასი ხელმოწერა საარჩევნო საბჭოში უკვე წარადგინა. 28 სექტემბრამდე კი რეფერენდუმის ჩატარების მომხრეებმა კიდევ 300 ათასი ხელმოწერა უნდა შეაგროვონ. ნიდერლანდების პარლამენტის ორივე პალატამ ასოცირების შეთანხმებას მხარი უკვე დაუჭირა, თუმცა 1 ივლისიდან ამოქმედებული კანონის თანახმად, მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფებს რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნის უფლება აქვთ.