სირიის სახელისუფლო ძალები ამბოხებულებზე მასირებულ საჰაერო იერიშებს ახორციელებენ. ავიადარტყმებს ქალაქ დუმაში 80-მდე ადამიანი ემსხვერპლა, ასობით კი მძიმედ დაშავდა. დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან. ქალაქ დუმას ამ დრომდე ამბოხებულთა დაჯგუფებები აკონტროლებენ.