რუსეთი ამერიკული ღვინის ექსპორტს აჩერებს. ამის მიზეზად როსპოტრებნადზორი პროდუქტის უხარისხობას ასახელებს. უწყების განმარტებით, რამდენიმე დასახელების მშრალ და ნახევრად მშრალ ღვინოში დიდი რაოდენობით პესტიციდები იქნა აღმოჩენილი. რუსეთის სანიტარული სამსახურის შესახებ ექსპორტიორ მხარეს შეტყობინება უკვე გაეგზავნა.