ბრაზილიაში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. რიოსა და ქვეყნის დიდ ქალაქებში გამოსული ასობით ათასი დემონტასტრანტი პრეზიდენტ დილმა რუსეფის გადადგომას მოითხოვს. აქციის მონაწილეთა მტკიცებით, კორუფციულ სკანდალებში გახვეული პრეზიდენტი მოსახლეობის ნდობას აღარ იმსახურებს, რის გამოც მის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესი უნდა დაიწყოს. კორუფციული სკანდალი რუსეფის წინააღმდეგ თებერვალში აგორდა, მას შემდეგ, რაც მმართველი პარტიის რამდენიმე ლიდერი კორუფციულ გარიგებებში დაადანაშაულეს.