ინდონეზიელმა მაშველებმა სამგზავრო თვითმფრინავის ფრაგმენტები აღმოაჩინეს, რომელმაც კატასტროფა პაპუას პროვინციაში განიცადა. კატასტროფისას ლაინერის ბორტზე 54 ადამიანი იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავით ნახევარი მილიონი დოლარი გადაჰქონდათ, რომელიც უსახლკაროთა დასახმარებლად იყო განკუთვნილი. სოლიდური თანხა 4 ტომარაში იყო შეფუთული. როგორც მაშველები იტყობინებიან, თვითმფრინავი მთის მწვერვალს წამოედო.