კიდევ ერთი ტრაგიკული ინციდენტი ხმელთაშუა ზღვაში. იტალიაში გადასვლის მცდელობისას 40 ადამიანი დაიღუპა. ისინი გემის სატვირთო ნაწილში იმალებოდნენ. მეზღვაურებმა კიდევ რამდენიმე ათეული არალეგალის გადარჩენა შეძლეს. ინციდენტის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ბოლო 6 თვის განმავლობაში ლიბიიდან იტალიაში გადასვლის მცდელობას 2 ათასზე მეტი ადამიანი შეეწირა.