მანჩესტერ იუნაიტედი პრემიერ-ლიგის სატურნირო ცხილს ლიდერობს. გასვლითი შეხვედრა „წითელმა ეშმაკებმა“ ასტონ ვილას მინიმალური ანგარიშით მოუგეს. გამარჯვების გოლი მასპინძელთა კარში ადნან იანუზაიმ გაიტანა, რომელიც ლუი ვან გაალმა სასტარტო შემადგენლობაში დააყენა. გასულ სეზონში იანუზაი მანჩესტერის ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ჩნდებოდა.