საბერძნეთი საერთაშორისო კრედიტორებისგან მომავალი 3 წლის განმავლობაში 86 მილიარდ ევროს მიიღებს. შესაბამისი გეგმა ევროჯგუფმა უკვე შეიმუშავა. 6-საათიანი განხილვის შემდეგ ევროკომისიის თავმჯდომარემ ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა, რომ საბერძნეთი ევროზონაში რჩება, რის სანაცვლოდაც ქვეყნის მთავრობამ მტკივნეული ეკონომიკური რეფორმები უნდა გაატაროს. ათენმა საპენსიო ასაკი უნდა გაზარდოს, მასშტაბური პრივატიზაციის პროცესი უნდა დაიწყოს, გადასახადები გაზარდოს და ხარჯები შეამციროს.