ხანგრძლივი დეებატების შემდეგ საბერძნეთის პარლამენტი ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებას დათანხმდა. საკანონმდებლო განხილვა მთელი ღამე გაგრძელდა. კენჭისყრამდე პრემიერმა ციპრასმა დეპუტატებს ევროკავშირთან შეთანხმების მხარდაჭერისკენ მოუწოდა, რის სანაცვლოდაც ათენი მესამე ფინანსურ ტრანშს, 85 მილიარდ ევროს მიიღებს. საერთაშორისო დონორთა მოთხოვნით, ათენმა მტკივნეული რეფორმები უნდა გაატაროს.