ჩინეთის ქალაქ დუნგუანში მეტროს სადგური ჩაინგრა. გვირაბს ბზარები 12 ივლისს გაუჩნდა, რის შემდეგაც დაზიანებულ მონაკვეთზე სასწრაფო გამაგრებითი სამუშაოები დაიწყო, თუმცა სარემონტო სამუშაოებისას სადგური მთლიანად ჩაინგრა. ინციდენტს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულთა რაოდენობა დგინდება.