ვაშინგტონი ისლამურ სახელმწიფოს ქიმიური იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal წერს. გავრცელებული ინფორმაციით, ჯიჰადისტებმა მასობრივი განადგურების იარაღი ერაყში ქურთების წინააღმდეგ გამოიყენეს. ქიმიური იარაღი მათ ხელში სავარაუდოდ სირიაში ჩაუვარდათ. მომხდარს ამერიკის სპეცსამსახურები იძიებენ.