ეგვიპტეში გაუსაძლისი სიცხეებია. ქვეყნის ცენტრალურ და სამხრეთ რაიონებში ჰაერის ტემპერატურამ 47 გრადუსს მიაღწია. ანომალურმა სიცხემ 76 ადამიანი იმსხვერპლა. გარდაცვლილთა უმრავლესობა პატიმრები და ფსიქიქტრიული კლინიკის პაციენტებიც არიან. აუტანელ სიცხეს არათუ ადამიანები, ცხოველებიც ვეღარ უძლებენ. ქაიროს ზოოპარკში რამდენიმე ცხოველი, მათ შორის, უნიკალური სახეობის ორანგუტანი დაიღუპა.