"ჯერჯერობით არ ვიცით, როდის დაბრუნდება პრეზიდენტი საქართველოში. ეს ჩვენთვისაც უცნობია. ერთადერთი ვიცით ის, რომ ისევ შეერთებულ შტატებში იმყოფება", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის წარმომადგენელმა ნატა გელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ქვეყნის პირველი ზუსტად სამი კვირაა აშშ-ში იმყოფება. სააკაშვილი იქ პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიწვევით, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის სამიტში მონაწილეობის მიზნით 10 აპრილს, გამთენიისას გაემგზავრა.
სააკაშვილმა მხოლოდ ერთი დღით, პოლონეთის პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის დაკრძალვის დღეს შეწყვიტა შეერთებულ შტატებში ვიზიტი და სამგლოვიარო ცერემონიაში მონაწილეობის მიღების მიზნით ქალაქ კრაკოვში ჩავიდა.
აღსანიშნავია, რომ აპრილის ბოლოს საქართველოს პირველი პირი შეერთებული შტატებიდან ბუქარესტში უნდა გამგზავრებულიყო, თუმცა ვიზიტი არ შედგა.
ბოლო ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი ამ დრომდე აშშ-ში იმყოფება.