მოსკოვმა პოლონური შპროტის ექსპორტი შეაჩერა. შესაბამისი გადაწყვეტილება „როსპოტრებნადზორმა“ მიიღო. როგორც უწყებაში აცხადებენ, პოლონურ პროდუქტს შეზღუდვები უხარისხობის გამო დაუწესდება. რუსეთის სანიტარული სამსახურის მტკიცებით, პროდუქტის ეტიკეტზე მითითებული მონაცემები რეალობას არ შეესაბამება. 2 თვის წინ მოსკოვმა ემბარგო ესტონურ და ლატვიურ თევზის პროდუქტებზეც დააწესა.