რუსეთმა პროდუქტების ემბარგო კიდევ 5 ქვეყანას დაუწესა. მოსკოვის შავ სიაში ამჯერად ალბანეთი, მონტენეგრო, ისლანდია, ლიხტენშტეინი და უკრაინა მოხვდნენ. ამასთან, უკრაინის წინააღმდეგ სანქციები მხოლოდ იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება ძალაში შევა. ივლისის ბოლოს ხუთივე ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შეუერთდა, რასაც მოსკოვის მხრიდან ადეკვატური პასუხი მოჰყვა.