კრიშტიანუ რონალდუს ყოფილი რჩეული ირინა შეიკი ბრედლი კუპერის გარემოცვაში პაპარაცებმა დააფიქსირეს. წყვილი ერთად იტალიის ერთ-ერთ ფეშენებლურ კურორტზე ისვენებს. მათი ინტიმური ფოტოები Daily Mail-მა გამოაქვეყნა. შეიკისა და კუპერის რომანი გაზაფხულზე დაიწყო. მაისში ისინი ერთ-ერთ წვეულებაზე ერთად მივიდნენ, რაც ჟურნალისტების ყურადღების მიღმა არ დარჩენილა. ამჟამად კი წყვილი ამალფის სანაპიროზე ისვენებს.