რადიკალურ ისლამისტურ დაჯგუფება „ბოკო ჰარამს“ ახალი ლიდერი ჰყავს. ამის შესახებ ჩადის პრეზიდენტმა იდრის დეტიმ განაცხადა. მისივე თქმით, ჯიჰადისტურ დაჯგუფებას სათავეში მაჰამათ დაუდი ჩაუდგა. რაც შეეხება ყოფილ ლიდერს, აბუბაქარ შეკაუ ბოლო რამდენიმე თვეა ისლამისტთა მიერ გავრცელებულ ვიდეორგოლებში აღარ გამოჩენილა. ის სავარაუდოდ მოკლეს.