საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე სირიის არაბთა რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტს დღეს დაასრულებს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებაში განუცხადეს, ვაშაძე დღეს სირიის ტურიზმის მინისტრ საადალაჰ აღა ალ-ქალას შეხვდება, რომელთანაც ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას გააფორმებს.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი უკვე შეხვდა სირიის არაბთა რესპუბლიკის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის და კოლეგა მინისტრ ვალიდ მუალისს, რომლის დროსაც გაიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის ოქმზე ხელმოწერის ცერემონია.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე სირიაში გუშინ, 1-ელ მაისს გაემგზავრა.