მსოფლიოს მეორე ჩოგანი მარია შარაპოვა კვლავ ფორბსის რეიტინგის ლიდერია. წლიური შემოსავლით ის უმდიდრეს სპორტსმენთა სიაში პირველ პოზიციას იკავებს. გასულ წელს სპორტსმენმა 29,2 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. 23 მილიონი დოლარი მან სპონსორებთან კონტრაქტებითა და კომერციული საქმიანობით მიიღო, დანარჩენი თანხა კი სპორტულ ასპარეზობებში აიღო.