სევილიის ნახევარმცველმა ევგენი კონოპლიანკამ რუსი ჟურნალისტებიოსთვის ინტერვიუს მიცემაზე უარი თქვა. ამის შესახებ „სპორტ-ექსპრესის“ კორესპონდენტი ალექსეი ვიშნევსკი იტყობინება. „მან ჩვენ ინტერვიუ არ მოგვცა, რაც მისი მხრიდან არასწორი საქციელია,“-წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელ „ტვიტერში.“ სუპერთასის შეხვედრა ბარსელონასა და სევილიას შორის თბილისში 5:4 დასრულდა. კონოპლიანკამ 81-ე წუთზე ბარსას კარში გოლიც გაიტანა, თუმცა სევილიამ შეხვედრა დამატებით დროში დათმო.