ხვალ, 3 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ნალბანდოვი ლიბანის რესპუბლიკაში გაემგზავრება.
ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებაში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგელებში საქართველო-ლიბანის პოლიტიკური კონსულტაციების პირველი რაუნდი გაიმართება, რომელსაც ქართული მხრიდან სწორედ ალექსანდრე ნალბანდოვი უხელმძღვანელებს.
პოლიტიკური კონსულტაციები ორდღიანი იქნება და მისი ჩატარება 4-5 მაისსაა დაგეგმილი.