სომხეთში გახმაურებული სასამართლო პროცესი დასრულდა. ავეტისიანების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული რუსი ჯარისკაცი დეზერტირობისა და იარაღის გატაცების ბრალდებით გაასამართლეს. სასამართლომ მას 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ვალერი პერმიაკოვი გიუმრის სამხედრო ბაზიდან 12 იანვარს გაიქცა და თავს ავეტისიანების ოჯახს დაესხა, რასაც 7 ადამიანი, მათ შორის, სამი მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა.