კრემლის ევროპას ემუქრება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა და აღნიშნა, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მიზნით, საჭიროა მშვიდობის დამცველი ძალების შექმნა.
„პუტინი წავა ისე შორს, რის უფლებასაც მას მისცემენ. მას მთელი ევროპა სურს. ამიტომაც, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ უკრაინლებზე, რომლებიც იბრძვიან ჩემი ქვეყნის აღმოსავლეთით, ჩვენ ვსაუბრობთ არა მხოლოდ უკრაინის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაზე - ჩვენ ვიბრძვით დემოკრატიისთვის, თავისუფლებისთვის და ევროპის კონტინენტის უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა პოროშენკომ.
მისი თქმით, პუტინმა ყირიმის ანექსიითა და დონბასში განხორციელებული აგრესიით, დაანგრია უსაფრთხოების საერთაშორისო სისტემა.
„ამიტომაც, ახლა, სავსებით დასაშვებია რუსეთის აგრესია ფინეთის, ბალტიისა და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების წინააღმდეგ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.