საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენას, ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ლევან კობიაშვილი გეგმავს.
კობიაშვილის განცხადებით, ქართულ ფეხბურთში კრიზისული ვითარებაა შექმნილია.
პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატი მიიჩნევს, რომ საჭიროა ფუნდამენტური ცვლილებები, რის გატარებასაც ის გეგმავს, თუ მოხდება მისი ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე არჩევა.
"დღევანდელი მდგომარეობა, სადაც იმყოფება ქართული ფეხბურთი, ამაზე უარესი აღარ არსებობს," - აცხადებს ლევან კობიაშვილი.
საექსპერტო წრეებში კობიაშვილს ხელისუფლების, კერძოდ ვიცე-პრემიერის, კახა კალაძეს პროტეჟედ მიიჩნევენ.
კალაძემ ღიად დაუჭირა მხარი კობიაშვილის კანდიდატურას, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ამჟამინდელ პრეზიდენტს ზვიად სიჭინავას პოსტიდან სავარაუდო, წასვლის შესახებ განცხადება გაკეთებული არ ქონდა.
კობიაშვილთან ერთად, ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე მოქმედი გენერალური მდივნის რეზი არველაძის კანდიდატურაც განიხილება.