გიუმრიში გახმაურებული სასამართლო პროცესი დაიწყო. რუს ჯარისკაცს, ვალერი პერმიაკოვს ბრალად დეზერტირობა და ცეცხლსასროლი იარაღის გატაცება ედება. სასამართლო პროცესი სავარაუდოდ ხვალისთვის დასრულდება. ბრალდებულს შესაძლოა 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯონ. რუსი სამხედრო მოსამსახურე გიუმრის სამხედრო ბაზიდან 12 იანვარს გაიპარა და ავეტისიანების ოჯახი ამოხოცა. თავდასხმას 7 ადამიანი, მათ შორის, 3 მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა. განსასჯელმა დანაშაული უკვე აღიარა.