დღეს დიდგორობაა - სახალხო დღესასწაულის 894-ე წლისთავთან დაკავშირებით, დიდგორის ველზე ღონისძიება იმართება. 
ღონისძიებას ესწრებიან საქართლოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. 
ღონისძიების ფარგლებში, სახელმწიფო ჯილდო -  დიდგორის ჯვრის ორდენი გადაეცათ გამორჩეულ სამხედრო მოსამსახურეებს.