გაბრიელ გარსია მარკესი სამუდამო განსასვენებელს მშობლიურ კარტახენში ჰპოვებს. კოლუმბიელი მწერლის ფერფლს კათოლიკურ ტაძარში გადაასვენებენ. მომავალი მწერალი კარტახენში პირველად 1948 წელს ჩავიდა და ადგილობრივ გაზეთში დაიწყო მუშაობა. მისი ერთ-ერთი რომანის, „სიყვარული ჟამიანობის დროს“ ასევე კარტახენში ვითარდება. მარკესი 2014 წლის აპრილში გარდაიცვალა.