საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა მორიგ არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს.
ფედერაციის წარმომადგენლის ოთარ გიორგაძის განცხადებით, ზვიად სიჭინავამ სუპერთასის მაღალ დონეზე ჩატარების მისია წარმატებით შეასრულა და ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას არ აპირებს.
უახლოეს დღეებში ფეხბურთის ფედერაცია აღმასკომის სხდომას მოიწვევს და არჩევნების თარიღს დანიშნავს.
„უეფა-ს ხელმძღვანელობამ მაღალი შეფასება მისცა დღევანდელ ღონისძიებას. უახლოეს დღეებში ფეხბურთის ფედერაცია წესდების მიხედვით მოიწვევს აღმასკომის სხდომას და არჩევნების თარიღს დანიშნავს. ისედაც გაცხადებული იყო, რომ არჩევნები სუპერთასის მატჩის შემდგომ გაიმართებოდა. ზვიად სიჭინავა საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას არ აპირებს. სიჭინავამ განაცხადა, რომ საფეხბურთო კარიერას ასრულებს და მისია, რომელიც აღებული ჰქონდა სუპერთასის მაღალ დონეზე ჩატარების თაობაზე შესრულებულია", - აცხადებს ოთარ გიორგაძემ.