თბილისში, „დინამო არენაზე: გამართული ევროპის სუპერთასის მატჩის გამარჯვებული ესპანეთის „ბარსელონა" გახდა.
"ბარსელონამ" "სევილია" დამატებით დროში 5:4 დაამარცხა.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესი გახდა. შეხვედრაში ანგარიში მატჩის მესამე წუთზე "სევილიას" ფეხბურთელმა ევერ ბანეგამ გახსნა. მეშვიდე წუთზე ლიონელ მესიმ ანგარიში გაათანაბრა. მე-16 წუთზე მესიმ კიდევ ერთი გოლი გაიტანა. 44-ე წუთზე გატანილი გოლის ავტორი "ბარსელონას" ფეხბურთელი რაფინიაა, 52-ე წუთზე გოლი სუარესმა გაიტანა. 57-ე წუთზე გატანილი გოლის ავტორი "სევილიას" ფეხბურთელი რეიესია. 72-ე წუთზე კი "სევილიას" ფეხბურთელმა გამეირომ პენალტი ზუსტად შეასრულა. 81-ე წუთზე გატანილი გოლით კონოპლიანკამ ანგარიში გაათანაბრა. მატჩის ძირითადი დროის ამოწურვის შემდეგ დამატებითი დრო დაინიშნა. 115-ე გადამწყვეტი გოლი შეცვლაზე შემოსულმა პედრო როდრიგესმა გაიტანა.
მატჩს 51 940 გულშემატკივარი დაესწრო.
სუპერთასი გამარჯვებულებს უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ გადასცა.