ჰილარი კლინტონმა საკუთარი სერვერი, საიდანაც ელექტრონული ფოსტით სარგებლობდა, გამოძიების ფედერალურ ბიუროს გადასცა. გარდა ამისა, FBI-იმ ყოფილი სახელმწიფო მდივნისგან ელექტრონული წერილების ასლებიც მიიღო. სკანდალი აშშ პრეზიდენტობის კანდიდატის წინააღმდეგ მას შემდეგ აგორდა, რაც ის სამსახურეობრივი მიზნებისთვის პირადი სერვერის გამოყენებაში დაადანაშაულეს. ეს კი აშშ კანონებით იკრძალება.