მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ 28 სპორტსმენს დისკვალიფიკაცია მისცა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც 2005 და 2007 წლების ჩემპიონატზე აღებულ დოპინგ-სინჯებს განმეორებითი კვლევა ჩაუტარდა. სპორტსმენტთა ნაწილმა კარიერა პრაქტიკულად უკვე დაასრულა, ნაწილი დისკვალიფიცირებული იყო. სპორტულ ასპარეზობაში მონაწილეობას მხოლოდ რამდენიმე მათგანი განაგრძობდა. მათ 2015 წლის პეკინის ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება აეკრძალათ.