"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი 26 მაისს მასშტაბური საპროტესტო აქციის გამართვის ინიციატივით გამოდის.
ამის შესახებ განცხადება ნათელაშვილმა ჭადრაკის სასახლეში პარტიის მეოთხე ყრილობაზე გააკეთა.
"არჩევნებში ოპოზიციური პარტიების მონაწილეობას მხოლოდ ერთი შედეგი შეიძლება მოჰყვეს - სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმი უფრო განმტკიცდება და მას მმართველობის ვადა 2013 წლამდე გაუგრძელდება", - განაცხადა საქართველოს პირველმა ლეიბორისტმა და აქვე ოპოზიციურ პარტიებს მოახლოებული ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტირებისაკენ მოუწოდა.
ამასთან, ნათელაშვილმა ოპოზიციურ ლიდერებს ურჩია ყოველივე ეს კარგად გაანალიზონ და ხელისუფლების წინააღმდეგ ერთობლივი კოორდინირებული ბრძოლა დაიწყონ.