უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი გამოძიებას, მის დასაკითხად, რუსეთში ჩასვლას სთავაზობს. გავრცელებული ინფორმაციით, იგი მზადაა სამართალდამცავებს დონის როსტოვში შეხვდეს.
იანუკოვიჩის ადვოკატის ვიქტორ სერდიუკის განცხადებით, ექსპრეზიდენტმა უკვე მიმართა უკრაინის გენერალურ პროკურატურას.
„იანუკოვიჩის ადგილსამყოფელის კონკრეტულ მისამართს გამოძიებას მიაწვდიან. ექს-პრეზიდენტის უსაფრთხოების გამომ მისამართის საჯაროდდასახელებისგან თავს ვიკავებთ“, - განაცხადა სერდიუკმა.
იანუკოვიჩი პროუკურატურაში საგამოძიებო მოქმედებებისთვის 11 აგვისტოს იყო დაბარებული, თუმცა მან უარი განაცხადა კიევში ჩასვლაზე.
იანუკოვიჩის წინააღმდეგ საქმე ხელისუფლების მიტაცების ფაქტზე 2015წლის 8 აპრილს აღიძრა, პარალელურად წარმოებაშია საქმე, იანუკოვიჩის მიერ სახელმწიფო ქონების უკანონო მითვისების შესახებ.