სირიასა და ერაყში ჩეჩენი მებრძოლების გადინება შეწყდა. ამის შესახებ რამზან კადიროვი ინსტაგრამზე წერს. ჩეჩნეთის ლიდერის მტკიცებით, სამართალდამცავი სტრუქტურები ბოლო დროს ისლამური სახელმწიფოს რიგებში ჩეჩნეთის მოქალაქეების გაწევრიანების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ. „ხელისუფლების, სამართალდამცავი ორგანოების, რელიგიური და ახალგაზრდული ორგანიზაციების საერთო ძალისხმევით ამ მხრივ მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწიეთ. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ სირიასა და ერაყში გადასულ მებრძოლებს ხალხი მხარს არ უჭერს და ამ შაითნების საქციელს გმობს,“-წერს კადიროვი.