იაპონიაში ანომალური სიცხეებია. ჰაერის ტემპერატურა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 36 გრადუსს აჭარბებს. ჰაერის უკმარისობისა და მზის დარტყმის სიმპტომებით ადგილობრივ კლინიკებში 11 ათასზე მეტი პაციენტია ჰოსპიტალიზებული. გაუსაძლისმა სიცხემ 32 ადამიანი იმსხვერპლა.