რომ არა სპორტული კარიერა, მაიკლ ჯორდანი პროფესიონალი მეტეოროლოგი გახდებოდა. ამის შესახებ ლეგენდარულმა კალათბურთელმა ტელეარხ ESPN-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „კოლეჯში ხარისხი კულტურულ გეოგრაფიაში ავიღე. მე ყოველთვის მაინტერესებდა ამინდი. რომ არა კალათბურთი, აუცილებლად მეტეოროლოგი გამოვიდოდი,“-განაცხადა ჯორდანმა.