მოლდოვა რისკის ქვეშ დგას, ცხელი წერტილი გახდეს, რაც ნეგატიურად არამხოლოდ ამ ქვეყანაზე, არამედ მთელ რეგიონზე აისახება. ამის შესახებ ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ტურბიერნ იაგლანდმა განაცხადა. მისივე თქმით, მოლდოვის ხელისუფლებამ რეფორმები უნდა დააჩქაროს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ქვეყანას მწვავე ეკონომიკური კრიზისი ელის. პროევროპული ძალების მიერ 2009 წელს დაწყებული რეფორმები შენელდა. მოლდოვაში ისევ ყვავის კორუფცია, ხელისუფლება კი კვლავ ოლიგარქების ხელშია. რთული სოციალური პირობები კი ხალხს აიძულებს ქვეყანა დატოვონ,“-აღნიშნა იაგლანდმა.